Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636323&print=yes&view=jobs
 
II კატეგორიის მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: II კატეგორიის მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის II კატეგორიის მთავარი სპეციალისტის (სოციალურ საკითხებში) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას №5;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი / 09:00 - 18:00 საათი);
ანაზღაურება: 3 470 ლარი (gross);

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" (UWSCG), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო პარტნიორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა. კომპანიის მიზანია მოსახლეობისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიწოდება კომპანიის ოპერირების არეალში არსებული ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

კომპანიაში მიმდინარეობს წყალმომარაგება/წყალარინების სისტემების მასშტაბური საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა სოციალური საკითხების მიმართულებით, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე, დონორი ორგანიზაციის პოლიტიკის განხორციელება. აღნიშნული დავალების შესრულების მიზნით კომპანია აცხადებს ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ან ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული კომპანიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული წყალმომარაგების/წყალარინების წინასაპროექტო და საპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე ზემოქმედების მასშტაბების, უძრავი ქონების გამიჯვნის, გამოსყიდვის ან/და სერვიტუტის უფლების წარმოშობის საჭიროების განსაზღვრა;
** პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაურეგისტრირებელი ან/და დაუზუსტებელი უძრავი ქონების სარეგისტრაციო და საჭირო დოკუმენტაციის უფლებამოსილი სუბიექტებისგან გამოთხოვის შესახებ წერილების მომზადება;
** გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოკვლევა და რეგისტრაციის საფუძვლების არსებობის დადგენა, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის/ინფორმაციის და რეგისტრაციის შესახებ განცხადებისა წარდგენა და შემდგომი მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოთხოვნათა შესაბამისად დადგენილი წესით ნასყიდობის/კომპენსაციის/სერვიტუტის ხელშეკრულების შედგენა და გაფორმება;
** ნასყიდობის/კომპენსაციის/სერვიტუტის ხელშეკრულებებში შეტანილი ინფორმაციის/ მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
** პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპანიის სასარგებლოდ სერვიტუტის უფლებით დატვირთვის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ყველა იმ საქმიანობის დროულად და ეფექტურად განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;
** პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია, წერილების მომზადება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
** უცხო ენა: სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint ცოდნა. პრიორიტეტად ჩაითვლება ArcGIS პროგრამის ცოდნა.

სავალდებულოა შემდეგი საკანონმდებლო ბაზების ცოდნა:

** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს კანონი "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საჯარო რეესტრის შესახებ";
** საქართველოს კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ";
** სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემის სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების რეგულაციების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერისა და რედაქტირების უნარი;
** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** სწრაფი რეაგირების, გადაწყვეტილების უნარი;
** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
** პუნქტუალობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 06 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია