Робота для біженців з України
ადვოკატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვოკატი
მომწოდებელი: Lekishvili & Patieshvili
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
Lekishvili & Patieshvili - Criminal Defense Lawyers იურიდიული ბიურო Lekishvili & Patieshvili - Criminal Defense Lawyers, რომელიც სპეციალიზდება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე, აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სისხლის სამართლის საქმეების მასალების შესწავლა და სამართლებრივი ანალიზი;
** სამართლებრივი დოკუმენტების (განმარტებები, შუამდგომლობები, საჩივრები, განცხადებები და სხვა) მომზადება;
** მონაწილეობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში;
** ვიზიტები საპატიმრო დაწესებულებებში და კომუნიკაცია ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან;
** კოორდინაცია დაცვის გუნდთან და ადვოკატებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოქმედი ადვოკატის მოწმობა (სავალდებულო);
** სისხლის სამართლის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება - სასურველია;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი და ინიციატივიანობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომპიუტერულ/ტექნიკური უნარ-ჩვევები (სასურველია);
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია);

ანაზღაურება და პირობები:

საწყისი ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსები გამომუშავების მიხედვით;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დინამიური სამუშაო გარემო.

შერჩევის ეტაპები და თანამშრომლობის პროცესი:

** განაცხადების გადარჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** გასაუბრებაზე დაიბარებიან მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატები;
** კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული უნარების შეფასება მოხდება ეტაპობრივად, რეალური საქმიანი სიმულაციებისა და პრაქტიკული ამოცანების მეშვეობით;
** შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სპეციალურად შემუშავებული თეორიულ-პრაქტიკული სემინარები და სამუშაო ტრენინგები, სადაც დეტალურად გაეცნობიან ჩვენი ბიუროს სამუშაო სტილსა და მიდგომებს;
** ჩვენი მიზანია ვიპოვოთ პროფესიონალი, რომელიც საუკეთესოდ შეერწყმება ჩვენს გუნდს და მზად იქნება მაღალი სტანდარტით იმუშაოს სისხლის სამართლის ურთულეს საქმეებზე;
** წარმატებული თანამშრომლობა გახდება საფუძველი გრძელვადიანი, მუდმივი თანამშრომლობისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობისთვის.

სავალდებულო დოკუმენტაცია განაცხადის წარდგენისას:

** რეზიუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი;
** ადვოკატის მოწმობის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდოთ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, შედგენას, ვინაიდან სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდება პირველადი შერჩევა და გასაუბრებაზე მოწვევა.

დაკავშირება:

გთხოვთ, გამოგზავნოთ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელფოსტაზე: info@criminallaw.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე