დასახელება:
ბარისტა
|
მომწოდებელი:
Costa Coffee
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
მაესტრო ბარისტა — შემოუერთდი Costa Coffee-ს გუნდს!
Costa Coffee მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული ყავის ბრენდია, რომელსაც უკვე 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და 40-ზე მეტ ქვეყანაში გულით უმასპინძლდება ყავის მოყვარულებს.
ამ ეტაპზე ვეძებთ მაესტრო ბარისტას, რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი!
ლოკაცია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N14
გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 8 საათიანი სამუშაო დღე (კვირაში 40 საათი)
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება Costa-ს სტანდარტებით
** სტუმრებისთვის სწორი პროდუქტის შერჩევაში დახმარება და მათთვის ყავის ჯადოსნური სამყაროს გაცნობა
** მეგობრული, სწრაფი და პროფესიონალური მომსახურება
** სალაროს ოპერაციების სიზუსტით შესრულება
** მარაგების კონტროლი და შევსებაში მონაწილეობის მიღება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა
რა გელოდება ჩვენთან?
** პროფესიული გადამზადება და ტრენინგები
** მეგობრული, მზარდი გუნდი
** გარემო, სადაც შენი იდეები და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია
** საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობის გამოცდილება
შემოგვიერთდი, თუ:
** გაქვს ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე
** ხარ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური
** გიყვარს გუნდური მუშაობა და ღია ხარ განვითარებისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე info@costacoffee.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და თქვენი რეზიუმე შეინახება კანდიდატთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|