Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636314&print=yes&view=jobs
 
შიდასამეურნეო მარაგების მართვის და განაწილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდასამეურნეო მარაგების მართვის და განაწილების სპეციალისტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას შიდასამეურნეო მარაგების მართვის და განაწილების სპეციალისტის პოზიციაზე საკუთარი მსუბუქი ავტომობილით.

ადგილმდებარეობა: კომპანიის მარკეტები

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო საინტერესო გარემოში, კონკურენტული შრომის პირობებით

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ
** ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით + საწვავის უზრუნველყოფა

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების ფორმების (უნიფორმებით) უზრუნველყოფა.
** მარკეტების მომარაგება სახარჯი მასალებით როგორიცაა: სადეზინფექციო ხსნარი, სამზარეულოს ინვენტარი, ფასმაჩვენებლები და სხვა.
** მარკეტებში სავაჭრო თაროებზე ფასმაჩვენებლების განთავსება;
** სახარჯო მასალების პროგრამული აღრიცხვიანობა (მარკეტებიდან შეკვეთების მიღება /გაწერა.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება რითეილ სექტორში (მარკეტების მიმართულებით);
** სასურველია პროგრამა apex-ის ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია