Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი და დებიტ. პორტფელის კონტროლის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი და დებიტ. პორტფელის კონტროლის ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა თრაქ ენდ ბასი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ & ბასი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსი და დებიტორული პორტფელის კონტროლის ოფიცრის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და კონტროლი, მათ შორის კომუნიკაცია დებიტორებთან, პრობლემური შემთხვევების იდენტიფიკაცია და იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაცია;
** შიდა კომერციულ გუნდთან თანამშრომლობა გონივრული პირობებით მიწოდებების უზრუნველსაყოფად;
** ხელფასებისა და ბონუსების დათვლა და შესაბამისი აღრიცხვის პროცესის კონტროლი;
** ყოველთვიური რეპორტინგი და ფინანსურ მონაცემებზე ანალიტიკაში ჩართულობა.
** ხელშეკრულებების კონტროლი და ტექნიკური თანამშრომლების გადახდების გრაფიკების წარმოება;
ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ფინანსური და ანალიტიკური დავალებების შესრულება.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები /ბიზნეს ადმინისტრირება /ეკონომიკური).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) უმაღლეს დონეზე ცოდნა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გამოაგზავნეთ განაცხადი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე