Робота для біженців з України
უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო დავების სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი და შემდგომი რეაგირება;
** სარჩელის, შეგებებული სარჩელის, შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა;
** წარმომადგენლობა სასამართლოებში;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება, მიღებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება;
** მიმდინარე და დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვა, ერთიან სისტემაში განთავსება და ანალიზი;
** სამსახურებრივი ურთიერთობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურთან - სახელმწიფო ბაჟების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით;
** სამსახურებრივი ურთიერთობა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან - იძულებითი აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებით (შესაბამისი წერილების მომზადება კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით და ა.შ);
** მიმდინარე სასამართლო დავებთან დაკავშირებით, კონსულტაციის გაწევა როგორც კომპანიის თანამშრომლებისათვის, ასევე დაინტერესებული მოქალაქეებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** სარჩელების, შეგებებული სარჩელების და შესაგებლების მომზადების მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** იძულებითი აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებული საქმიანობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებული/მოწესრიგებული.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);
ანაზღაურება: 2330 ლარი (დარიცხული ხელფასი).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 08.06.2025

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უფროსი სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე