Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636301&print=yes&view=jobs
 
კლინიკური ხარისხის მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლინიკური ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკური ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანალიზი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით.
** პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ჰოსპიტლის შიდა, ასევე საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან შესაბამისობის შესწავლა.
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენა.
** ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება და კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მათი რელევანტურობის უზრუნველყოფა.
** დიაგნოზებისა და ჩარევის კოდების გამართულობისა და მკურნალობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფა და ჯანდაცვის სამინისტროს EHR პორტალზე გაგზავნის პროცესის კონტროლი.
** პაციენტის მკურნალობის პროცესში წარმოშობილი გადაცდომების შესწავლა, ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით შემთხვევების განხილვა.
** კლინიკურ ხარისხთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობის შესრულება.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** დამოუკიდებელი საექიმო პრაქტიკა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჰოსპიტალურ სექტორში
** სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების გამოცდილება
** საინფორმაციო სისტემებთან და მონაცემების დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია