Робота для біженців з України
რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
კომპანია "ბიომარკეტი" აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.

კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას 2000-7000 ლარის ფარგლებში (გამოცდილების შესაბამისად);
** სტანდარტული გრაფიკს: 5/2 (10:00-18:00);
** ოფისს თბილისის ცენტრში (საბურთალო) ან/და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** Fitpass-ს.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

** შერჩევის სტრატეგიის განსაზღვრა;
** აპლიკანტთა მოზიდვისა და შერჩევის პროცესების სრული ციკლის მართვა;
** თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
** ყოველდღიური რეპორტინგი;
** შერჩევის პროცესის ეფექტურობის ანალიტიკა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** რუსული ან/და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა;
** რეკრუტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება (კადრების შერჩევა გაყიდვების ოპერატორების, მენეჯერების, თიმ ლიდერებისა და ა.შ. პოზიციებისთვის);
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გახდით ჩვენი გუნდის წევრი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ: recrutergeorgia@gmail.com-ზე და სათაურის ველში მიუთითეთ "რეკრუტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე