დასახელება:
მიმტანი/ბარისტა
|
მომწოდებელი:
რესტორანი Bazzar
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომელს, რომელიც დაიკავებს მიმტანის/ბარისტას პოზიციას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდების სერვირება;
** სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** კვებისა და სასმლის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა აუცილებელია; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება და პირობები:
** ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომპანიის მხრიდან კვება;
** უნიფორმა.
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი);
** სრული განაკვეთი, 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Neka.maksimovi@bazzarhotel.com
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
|
|
|
|