Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636277&print=yes&view=jobs
 
ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
ფარმაცვეტული კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი სააკაძის მეორე გასასვლელი 1ა.
სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
კომპანია დამატებითი ბენეფიტის სახით თანამშრომელს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით

სავალდებულო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება: მედიცინის/ფარმაციის/ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით მაგისტრი/მასთან გათანაბრებული ხარისხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენის C1 სრულყოფილი ცოდნა;
** Microsoft საოფისე პროგრამების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი, ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფარმაცევტული პროდუქტის ნაშთებისა და მარაგების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდვების სწორი დაგეგმვა დაორგანიზების მიზნით;
** საერთაშორისო და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება, შეკვეთის განთავსება და მონიტორინგი;
** საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მომზადება, ფარმაცევტული აღნუსხვის ფორმის მომზადება, ატვირთვა, შეფუთვა-მარკირების რეგისტრირებასთან შესაბამისი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ სარეგისტრაციო პროცედურების განხორციელება;
** შესყიდვების სრული ლოჯისტიკური ციკლის მართვა: სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება, შეკვეთის დადასტურება, ტრანსპორტის მონიტორინგი, საჭირო დოკუმენტაციის მართვა და ა.შ;
** პროგრამული შესყიდვების ოპერაციების განხორციელება, სერიების და ვადების მონიტორინგი;
** კონკურენტული ბაზრის შესწავლა, ფასების ანალიზი და განსაზღვრა;
** ფარმაცევტული პროდუქტების წლიური შეკვეთა, მარაგების დაგეგმვა და მონიტორინგი გაყიდვების ნაშთების საფუძველზე;
** ბაზრის ანალიზის საფუძველზე, აუთვისებელი სფეროების გამოვლენა და მუშაობა;
** საერთაშორისო მომწოდებლების მოძიებაში მონაწილეობის მიღება და მათთან მოლაპარაკების წარმოება.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიკური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვების მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას არ განიხილოს კანდიდატების რეზიუმე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სავალდებულო მოთხოვნებს და დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია