Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636270&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარით და/ან ელ.არხით (FB, ელ.ფოსტა, სხვა) შემოსულ შეკითხვებსა და მოთხოვნებზე რეაგირება;
** კომპანიის ოფიციალურ FB გვერდზე (და სხვა სოც.ქსელებში) მომხმარებლისთვის პასუხის გაცემა;
** კომპანიის ელექტრონულ არხებში ჩათების მართვა;
** მომხმარებლისათვის კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა და ამ მიზნით მისი იდენტიფიკაცია (OTP იდენტიფიკაციის საშუალებით);
** მომხმარებლის სატელეფონო ნომრის ცვლილება პროგრამაში;
** სასესხო დავალიანებაზე წინასწარ განსაზღვრული ინფორმაციის მოძიება და მომხმარებლისთვის მიწოდება;
** ჩათის ჩანაწერების აღრიცხვა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** ბანკში ანალოგიურ პოზიციაზე ან სალარო/საოპერაციო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართულები მეტყველება;
** ემოციების მართვის უნარი;
** MS Office პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ან/და ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (სასურველია).

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 01 ივნისის ჩათვლით შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია