დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Brim Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო Brim Tbilisi აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
"Brim Tbilisi" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
** "სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** პროდუქტების მარაგის კონტროლი
** კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
** არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალურობა/ ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალი სტანდარტების მქონე, სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
ანაზღაურება: 1400 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის ქ.N12/14. (ავლაბარი)
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@brimtbilisi.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მზარეული").
"Brim Tbilisi" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
|
|
|
|