დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
Super
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
"სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს მოლარის თანამდებობაზე ვეძებთ.
ფილიალის მისამართები, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა (რუსთაველის მეტროს მიმდებარედ)
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ს/ც სითი მოლი საბურთალო
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე (შეთანხმებით)
** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00
** ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა: 1127 ლარი-1227 ლარი (1 წლის შემდეგ)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების შესრულება: პროდუქციის პროგრამულად გატარება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** სალაროს ნაშთის კონტროლი და სალარო დოკუმენტების წარმოება;
** სალაროს გახსნა/დახურვა;
მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია, იდენტურ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სერვისულობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება - მოლარე) ან დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://shorturl.at/llsuR
ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577021010
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|