Робота для біженців з України
უმცროსი სპეციალისტი იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი სპეციალისტი იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას იურიდიულ დეპარტამენტში უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.

ძირითადი მოვალეობები:

** დავალების მიხედვით, სამართლებრივ-საფინანსო მოთხოვნების სასამართლო და არასასამართლო, სააღსრულებო და ნებაყოფლობითი სამართლებრივი მართვა (მათ შორის, სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების მომზადება, დაგეგმვა, შესრულება);
** დავალების მიხედვით, სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის (შეთანხმება, ოქმი, აქტი...) მომზადება, შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი, გაფორმების/რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** სატელეფონო კომუნიკაცია დაზღვეულებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი);
** იურისტის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით);
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენა (B2-C1)

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - სპეციალისტი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე