დასახელება:
მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 02 ივნისი
|
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას 17 და ლიუბლიანას 21 (ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და ტრავმატოლოგიური კლინიკა);
** სამუშაო გრაფიკი: სრული.
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები:
** აკადემიური/მოწვეული პერსონალის მიერ ლექცია/სემინარებზე დროულად გამოცხადების მონიტორინგი;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
** მონიტორინგის შედეგების შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად,
** სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
** მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი)
** ინგლისური ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 02 ივნისი.
|
|
|
|