დასახელება:
ტექნიკური გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Powerhub
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
"Powerhub" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტისა და მისი ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა;
** ობიექტებზე ვიზიტი, ტექნიკური კონსულტაციები და პრეზენტაციები;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა და კლიენტთან ურთიერთობის შენარჩუნება;
** კონკურენტული პროდუქციის ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური არგუმენტირება;
** EPC კომპანიებთან, მაღაზიებთან და დისტრიბუციის წერტილებთან მოლაპარაკებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ელექტრო ინჟინერიაში ან ტექნიკურ სფეროში);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სადისტრიბუციო კომპანიაში, განსაკუთრებით სამშენებლო ან ელექტრო მასალების მიმართულებით;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და მარტივი ანალიზის უნარი;
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ტექნიკური კომუნიკაციისთვის;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** გამოცდილება სარემონტო ან სამშენებლო მასალების ქსელურ მარკეტებთან ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** გამართული მეტყველება და ტექნიკური ინფორმაციის მარტივად გადაცემის შესაძლებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვების ბონუსი;
** შესაძლებლობა იმუშაოთ საერთაშორისო ბრენდის სახელით მზარდ და ტექნიკურად ძლიერ გუნდში;
** კარიერული ზრდა და განვითარება ტექნიკური მიმართულებით;
** მხარდაჭერა ტრენინგებით, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო დონეზე.
საკონტაქტო ელფოსტა: info@powerhub.ge
|
|
|
|