Робота для біженців з України
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Hotel West
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სასტუმრო "Hotel West" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება;
** ჯავშნების მიღება ტელეფონით და ელფოსტით;
** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და booking.com-ზე;
** სტუმრების სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება - პასუხი და კონტროლი;
** სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორი ღამე მუშაობთ, ორი ღამე ისვენებთ;
** სამუშაო საათები: 18:00-09:00;

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

თუ გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hotelwest.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე