დასახელება:
შიდა აუდიტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Construction Service
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
სამშენებლო კომპანია შპს "CONSTRUCTION SERVICE" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები
** ყოველწლიური, რისკზე დაფუძნებული აუდიტის გეგმის შედგენა და განახლება;
** აუდიტის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; პროცესში შესაბამისი მონაცემების და დოკუმენტაციის მოპოვება და ანალიზი;
** რისკების და შიდა კონტროლების შეფასება; შეუსაბამობების, დარღვევების და სუსტი მხარეების გამოვლენა;
** კონტროლის მექანიზმების ტესტირებაში მონაწილეობა;
** შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებისა და ტესტირების შედეგების ანალიზის საფუძველზე არსებული დარღვევების/ნაკლოვანებების განსაზღვრა;
** კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობისა და ადეკვატურობის შეფასება; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და შემოწმების აქტის/დასკვნის მომზადება;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვება და მათი სამუშაო დოკუმენტაციაში მოქცევა;
** აუდიტის ანგარიშების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვისა და კომპანიის აქციონერებისთვის;
** რეკომენდაციების შემუშავება რისკების ეფექტიანი მართვისა და დანახარჯების ოპტიმიზაციის მიზნით;
** აუდიტის რეკომენდაციების და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი (follow-up);
** თანამშრომლობა კომპანიის გარე აუდიტორებთან;
** შიდა აუდიტის სფეროში სიახლეების და საუკეთესო პრაქტიკის მუდმივი გაცნობა და დანერგვა;
** საჭიროების შემთხვევაში ფორმალური პროცესებისა და პროცედურების აღწერა, შემუშავება და დანერგვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** 3 წლიანი გამოცდილება შიდა აუდიტის/ფინანსური კონტროლის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო, ინფრასტრუქტურული ან დეველოპერული პროექტების აუდიტში გამოცდილება)
** სამშენებლო პროექტების ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირებისა და კონტროლის პროცესების ცოდნა
** სავალდებულოა MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა
** სასურველია ERP სისტემების და/ან პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy@cs.ge. მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|