Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სამშენებლო კომპანია "Construction service" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://cs.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების ბიუჯეტების შედგენა ტექნიკურ გუნდთან ერთად;
** შესრულებული სამუშაოების შედარება ბიუჯეტთან, გადახრების ანალიზი და მიზეზების განსაზღვრა;
** შესრულების აქტების, ხარჯთაღრიცხვებისა და კონტრაქტების ფინანსური გადამოწმება;
** კონტრაქტორებისა და მომწოდებლების ფინანსური შეფასება: ფასები, პირობები, გადახდების პროგნოზირება;
** ყოველთვიური ხარჯების ანალიზი კატეგორიების მიხედვით (მასალები, მუშახელი, ქვეკონტრაქტორები).
** მიღებული და გაცემული მასალების დინამიკის ანალიზი ობიექტების მიხედვით;
** ბუღალტრული და ფაქტობრივი ნაშთების შედარება; გადაცდომების იდენტიფიცირება;
** მასალების გამოყენების ეფექტიანობის შეფასება: პროექტის მოცულობასთან მიმართებაში;
** შესყიდვების გრაფიკების ფინანსური კონტროლი და რეალურ დროში შესრულების მონიტორინგი;
** თანამშრომლობა საწყობის გუნდთან მარაგების სწორი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება პროექტების ჭრილში მენეჯმენტისთვის და საჭიროებისამებრ - ინვესტორებისთვის;
** ფინანსური პროგნოზების განახლება შესრულების დინამიკის შესაბამისად;
** რისკების იდენტიფიცირება და ხარჯების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ანალიტიკად (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო ან წარმოების სექტორში გამოცდილებას
** შესრულების აქტებთან, ბიუჯეტებთან და საწყობის ანალიზთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Pivot Tables, ფორმულები, გრაფიკები);
** სასურველია ERP სისტემების ცოდნა (მაგ.: 1C);
** ანალიტიკური და რაოდენობრივი ანალიზის უნარი;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული საკომუნიკაციო უნარები;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy@cs.ge. მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "Construction service" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე