Робота для біженців з України
სხვადასხვა - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: AGARANI Estate
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"Agarani Hotel" - აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

სამუშაო ადგილი: ქალაქი თელავი, სოფ. რუისპირი

1. ბარმენი

დაქვემდებარება: სერვის მენეჯერთან
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბარმენი პასუხისმგებელია ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების მომზადებაზე, ბარის სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნებაზე, სტუმრებთან თავაზიან კომუნიკაციასა და ეფექტურ მომსახურებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა;
** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმათვის უზრუნველყოფა;
** სტუმართან კომუნიკაციის დამყარება და მათი შეკვეთის მომზადება;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია;
** ბარში არსებული გასაყიდი პროდუქციის შენახვა დადგენილი წესების შესაბამისად;
** ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების დაცვა;

საჭირო უნარები და თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

2. მცხობელი

დაქვემდებარება: შეფ მზარეულთან
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება

ფუნქცია-მოვალეობები:

მცხობელი პასუხისმგებელია ცომეულის მომზადებაზე, მაღალი ხარისხის დაცვით. მისი ამოცანაა გემოვნური სტანდარტების შენარჩუნება და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის პურ-ფუნთუშეულის მომზადება
** ფრანგული კრუასანების ცხობა ფენოვანი ცომის ტექნოლოგიის დაცვით (სასურველია)
** ინგრედიენტების წინასწარი მომზადება და სწორად შენახვა
** პროდუქტების ხარისხის მუდმივი კონტროლი
** შეკვეთების დროული და ზუსტი შესრულება
** სამზარეულოში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი რეცეპტების განვითარებასა და დაგემოვნებაში მონაწილეობა

საჭირო უნარები და თვისებები:

** ტრადიციული და ევროპული ცომეულის მომზადების გამოცდილება
** ფრანგული ფენოვანი ცომის ტექნოლოგიის ცოდნა (სასურველია)
** სისუფთავე, სიზუსტე და ყურადღება დეტალებისადმი
** გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა
** დროის მართვისა და ორგანიზების უნარი
** სამზარეულოს ტექნიკის ცოდნა და უსაფრთხოების დაცვა

3. მიმტანი

დაქვემდებარება: სერვის მენეჯერთან
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება

ფუნქცია-მოვალეობები:

მიმტანი უზრუნველყოფს მომხმარებლის სწრაფ, თავაზიან და ხარისხიან მომსახურებას, შეკვეთების მიღებასა და მიწოდებას, დარბაზში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს შენარჩუნებას. მისი ძირითადი მიზანია სტუმრის კმაყოფილების მაქსიმალურად უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით
** მენიუს გაცნობა და შეკვეთების მიღება სიზუსტით
** საკვების და სასმელების დროული მიტანა მაგიდასთან
** მომხმარებლის კითხვებზე პასუხი და რეკომენდაციების მიცემა (მენიუს მიხედვით)
** მომხმარებლის შეკვეთების კორექტული გადაცემა სამზარეულოსთვის ან ბარმენისთვის
** მაგიდების მოწესრიგება და გაწმენდა ყოველი სტუმრის შემდეგ
** დარბაზში სისუფთავისა და კომფორტული ატმოსფეროს შენარჩუნება
** სტუმრის ანგარიშის სწორად წარმოდგენა და გადახდის პროცესში დახმარება
** ყველა ჰიგიენური და მომსახურების სტანდარტის დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში, უკუკავშირის მიღება და პრობლემების დროული გადაჭრა

საჭირო უნარები და თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** სისწრაფე და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდის წევრებთან თანამშრომლობა
** სასურველია - მინიმალური გამოცდილება ან მომსახურების სფეროში გამოცდილება

4. კონდიტერი

დაქვემდებარება: შეფ მზარეულთან
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონდიტერი პასუხისმგებელია სხვადასხვა ტიპის ტკბილეულის, დესერტების და საკონდიტრო ნაწარმის ხარისხიან და შემოქმედებით მომზადებაზე, საწარმოს სტანდარტებისა და რეცეპტურების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმის (ნამცხვრები, ტორტები, ბისკვიტები, ფუნთუშეული, პუდინგები და სხვა დესერტები) ** მომზადება საწარმოს რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით
** ინგრედიენტების სწორად შერჩევა, მომზადება და რეცეპტების დაცვა
** პროდუქციის გემოვნური და ვიზუალური ხარისხის კონტროლი
** პროდუქციის გაფორმება, დეკორაცია და სერვირებისათვის მომზადება
** დესერტების მაცივრებში/სამაცივრე სისტემებში სწორად შენახვა
** სამზარეულოს სისუფთავის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა
** ინგრედიენტების ნაშთებისა და მარაგების კონტროლი, დროული მოწოდების მოთხოვნა
** ახალი რეცეპტებისა და კრეატიული იდეების შემოთავაზება პროდუქტის განვითარების მიზნით
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ამოცანების შესრულება

საჭირო უნარები და თვისებები:

** საკონდიტრო ტექნოლოგიების ცოდნა
** პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლის)
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალებისადმი
** სისუფთავის და სტერილურობის შენარჩუნება სამუშაო პროცესში
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი და პოზიტიური კომუნიკაცია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@agarani.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე