დასახელება:
კრიტიკული აზროვნების მენტორი
|
მომწოდებელი:
ორვიქსი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
სასწავლო-სამენტორო კლუბი "ორვიქსი" გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ "კრიტიკული აზროვნების" მენტორი.
ხარ მოაზროვნე, მონდომებული და ზრდაზე ორიენტირებული ახალგაზრდა, მაშინ ეს პროგრამა ზუსტად შენთვის არის. ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, შეისწავლო ახალი უნარები და დასაქმდე ორვიქსში.
ჩვენ შეგასწავლით:
** კრიტიკულ აზროვნებას;
** ლოგიკურ მსჯელობას;
** დებატების საფუძვლებს;
** არგუმენტების გაანალიზებას და მრავალ სხვა ხელსაწყოს;
** გაძლევთ შესაძლებლობას სრულიად ახალი უნარები აღმოაჩინოთ.
დეტალები:
** სწავლების პროცესი მოიცავს 20 პირისპირ შეხვედრას,
** დაწყების დრო ივნისი
** დასრულების დრო 20 ივლისამდე.
** შეხვედრების რაოდენობა კვირაში 2 ან 3.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: შესწავლილი პროგრამის საფუძველზე ჩაატარო სამენტორო პროგრამები სკოლის მოსწავლეებისთვის (8-11 კლასებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მათემატიკის საბაზისო ცოდნა (მე-9 კლასი)
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სწავლას აქვს სიმბოლური საფასური 190 ლარი.
საუკეთესო 5 მონაწილეს კი მიეცემა საშუალება დასაქმდეს ორვიქსში და თავად გახდეს კრიტიკული აზროვნების ლექტორი სკოლის მოსწავლეებისთვის.
ანაზღაურება: 50-70 ლარი 1 საათში.
შერჩევის ეტაპები:
** CV -ების გადარჩევა
** პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატებთან ონლაინ ინტერვიუ.
** ტესტირება.
საუკეთესო შედეგის მქონე 3 მონაწილე კი გათავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისგან.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ CV მისამართზე: info@orvix.ge.
CV მიღების ბოლო დღე: 30 მაისი
|
|
|
|