Робота для біженців з України
მითერი/კოორდინატორი, რეგისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი/კოორდინატორი, რეგისტრატორი
მომწოდებელი: მედცენტრი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას მითერის (კოორდინატორის) პოზიციაზე.

მითერის პოზიციაზე:

** პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** პაციენტთა რიგების მართვა;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შპს მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი" -ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება კლინიკის სერვისების შესახებ
** პაციენტის დახმარება სამედიცინო სერვისის მისაღებად
** პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
** პაციენტის იდენტიფიკაცია და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება; ** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** პაციენტის ამბულატორიული ბარათის გახსნა/ან მოძიება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით;
** პაციენტისთვის ინვოისის მომზადება; დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** წარმოშობილი რიგების მართვა და პაციენტების თავისუფალ სპეციალისტებთან გადანაწილება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: khozrevanidzem@brh.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე