Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ბლუ ფოქსი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
რესტორანი "Blue Fox" მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში და წარმოადგენს სასტუმრო "THE HOUSE HOTEL OLD TBILISI" -ის ნაწილს. რესტორანს აქვს ულამაზესი ძველი თბილისური ეზო და გამოირჩევა განსაკუთრებული ქართულ-ევროპული მენიუთი.

პოზიციის დასახელება: მზარეული

ლოკაცია: თბილისი
ექვემდებარება: შეფ მზარეულს, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება
** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კვებას და კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორანში
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elenedzebisashvili@bluefoxtbilisi.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე