Робота для біженців з України
გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორი
მომწოდებელი: ეიჩპიემ
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად კომანია "HPM"-ში აქტიური ვაკანსია გვაქვს Sales, Revenue and Reservation Director-ის პოზიციაზე და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მართვა;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით ახალი სეგმენტის იდენტიფიცირება, მათთან კომუნიკაციის გზების მოძიება-განხორციელება;
** საფასო პოლიტიკის შემუშავება და ოპტიმიზაცია;
** სადისტრიბუციო არხების დამატება/მართვა;
** რეალიზაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმის შემუშავება;
** გაყიდვებისა და გაქირავების პროცესის მართვა და უშუალო ჩართულობა;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების პერმანენტული კვლევა და ფასის შესაბამისად დარეგულირება;
** გამოცხადებული ფასების და აქციების მართვა;
** გაყიდვების პროცესის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა, საკონტაქტო პირების ბაზის მუდმივად განახლება და გაფართოება, მომხმარებლებთან ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
** რეალიზაციის წლიური ბიუჯეტირება და ყოველთვიური შემოსავლების მიღების მონიტორინგი;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტისა და კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** შემოსავლების გაზრდის მიზნით, ახალი შესაძლებლობების ძიება;
** მუდმივი თანამშრომლობა მომწოდებლებთან, კორპორატიულ კლიენტებთან, ტურისტულ სააგენტოებთან და სარეკლამო კომპანიებთან;
** ახალი სტანდარტებისა და ინსტრუქციების შემუშავება გაყიდვების და ჯავშნების დეპარტამენტის ეფექტური ფუნქციონირებისთვის;
** დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა, მათი სწავლება და გადამზადება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტურად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბრენდულ/არაბრენდულ სასტუმროებში;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის ცოდნა;
** დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ბაზრის ტენდენციების ანალიზისა და ბიზნესის საჭიროებებზე პროაქტიულად რეაგირების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "DOS and revenue".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე