Робота для біженців з України
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
მომწოდებელი: ათასწლეულის ფონდი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
თანდართული ფაილი: 636203_MIA_2025_guidelines___final___for_jobsge_8494816.zip
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია გამოავლინოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის (STEM) დარგებში.

პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ.), რობოტექნიკა.

2025 წლის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2008 წლის 1 მაისიდან - 2012 წლის 1 მაისის პერიოდში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ოთხი.

კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2026 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი. კონკურსის ფინალისტებს სხვადასხვა პრიზს გადასცემენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები.

შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 მაისი.

შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: ნინო ჯაფარიძე, კონკურსის კოორდინატორი, ტელ.: +995 591 218282, ელ-ფოსტა: mia@millennium.org.ge.

კონკურსის დეტალები იხილეთ ფონდის ვებგვერდზე: https://www.millennium.org.ge

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი მიბმულ ფაილში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე