Робота для біженців з України
საწყობის უფროსი ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი ოპერატორი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი ოპერატორის პოზიციაზე თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გრ. ლორთქიფანიძის 15ა (ყოფილი კაიროს ქ.).

"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის დოკუმენტაციის ელექტრონული სისტემებით მართვის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:30-დან 18:00 საათამდე.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** ტექნიკური და კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** მძიმე საგნების აწევისა და გადაადგილების უნარი;
** ცვალებად სამუშაო გარემო-პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის თანამშრომლების გუნდის მართვა;
** საწყობში ტვირთის გადაადგილება;
** საწყობში შემოსული ყუთების შესახებ არსებული მონაცემების შემოწმება და მოძებნა;
** საწყობში ყუთების დასაწყობება, გასწორება და განახლება;
** კომპანიაში არსებული დეპარტამენტების დახმარება საჭიროებისამებრ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მეილზე hr@drm.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე