Робота для біженців з України
სხვადასხვა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Hotel Indigo
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
200 წლიანი მასპინძლობის მქონე ბრიტანული ბრენდი IHG - Intercontinental Hotels Group, რომელიც აერთიანებს 19 სასტუმროს ბრენდს და 6600 + სასტუმროს მსოფლიოს ირგვლივ, მალე ხსნის თავის პირველ და უნიკალურ სასტუმროს ჩვენს რეგიონში — ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე. ისტორიულ შენობაში განთავსებული, უნიკალური და უიშვიათესი ასტრონომიული საათით დამშვენებული Hotel Indigo Batumi Old Town სტუმრებს უმასპინძლებს 58 ნომრით.

Hotel Indigo Batumi Old Town თავის სტუმრებს შესთავაზებს სპა ცენტრის მომსახურებას, რომელიც მოიცავს საუნას, სავარჯიშო დარბაზს და სხვადასხვა ტიპის მასაჟს.

განსაკუთრებული კულინარიული გამოცდილება გელოდებათ Brasserie 1900-ში — კაფე-რესტორანში, სადაც ადგილობრივი გემოვნებით შერწყმული, მსოფლიო სამზარეულოს ინსპირაციით შექმნილი კერძები იქნება წარმოდგენილი.
თუ შენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურა, სიახლეები და საინტერესო გამოწვევები — ბრენდი Indigo სწორედ შენ გეძებს!

ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს შემდეგ პოზიციებზე:

დასუფთავების განყოფილება (Housekeeping):

** მენეჯერის მოადგილე (Housekeeping Assistant Manager)
** დიასახლისების კოორდინატორი (Housekeeping Coordinator)

უსაფრთხოების სამსახური (Security):

** ზედამხედველი (Supervisor)
** ცვლის უფროსი (Shift Leader)

კვება და სასმელები Brasserie 1900:

** სერვისის ხელმძღვანელი (Service Manager)
** ზედამხედველი (Supervisor)
** ცვლის უფროსი (Shift Leader)
** მზარეულების უფროსი (Chef de Partie)
** მზარეულების ცვლის უფროსი (Demi Chef de Partie)
** მზარეული (Commis Chef)
** ჭურჭლის მრეცხავი (Stewarding)


სამუშაო ადგილი: ბათუმი, ევროპის მოედანი.

რეზიუმეების გაგზავნა: hr@indigobatumi.com

გახდი IHG-ის ნაწილი და შემოგვიერთდი ახალ თავგადასავალში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე