Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Mysa
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://mysa.ge/ge/home

"MYSA" გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე;
** ანაზღაურებას 2400 ლარს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.

კომპანია "MYSA" ეძებს კვალიფიციურ ლოჯისტიკის მენეჯერს, რომლის უმთავრესი ფუნქციები და მოვალეობებია:

** მოლაპარაკებები გადამზიდავ კომპანიებთან
** ლოჯისტიკური კომპანიებისგან საუკეთესო პირობების მიღების მიზნით, პერიოდული ფასთა გამოკითხვების წარმოება და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება
** მომწოდებლებთან და ფორვარდერებთან ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოება, მათგან ტვირთის წამოღების ოპტიმალური მარშრუტებისა და ვადების შერჩევა
** საბაჟო და ტვირთების გაფორმების სხვა ორგანოებთან ურთიერთობის წარმართვა, მათთვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ოპერატიულად წარდგენა და პროდუქციის საწყობში დროულად მიტანის უზრუნველყოფა
** დოკუმენტაციის მართვას (ინვოისები, ტვირთის დოკუმენტები და სხვ.)
** შაბლონის შექმნა, ინვოისის თარგმანით და სხვა მახასიათებლებით, საწყობის პროგრამასთან თავსებადი ფორმატით

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში)
** ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული უნარები

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** მოლაპარაკების უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@mysa.ge

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე