Робота для біженців з України
პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუსრუმი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "ნიუსრუმი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა, ინიცირებიდან ჩაბარებამდე;
** პროექტის, მიზნებისა და შესრულების ვადების განსაზღვრა დამკვეთთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
** პროექტის პროგრესის მონიტორინგი და შესრულების შეფასება პროექტის მართვის ხელსაწყოების გამოყენებით;
** გუნდის წევრებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის გეგმა, სტატუს რეპორტები და შეხვედრების ჩანაწერები;
** რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების შემუშავება და პროექტის უწყვეტობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვაში, სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში;
** პროექტის მართვის მეთოდოლოგიების ცოდნა (Agile, Scrum, Waterfall);
** პროექტის მართვის ხელსაწყოების ცოდნა, როგორიცაა JIRA, Trello ან Asana;
** ტექნიკური ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის/ინჟინერიის სფეროში;
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის გამოცდილება პროექტის ფარგლებში;
** პროგრამირების ენების (PHP, Python, JavaScript და სხვა) საბაზისო ცოდნა;
** ვერსიების საკონტროლო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია Git;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30სთ;
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 ივნისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე