დასახელება:
დირექტორის მოადგილე
|
მომწოდებელი:
კავკასიის მედიცინის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის N23
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სახელმწიფო პროგრამებში ჰოსპიტლის ჩართვის პროცესის მართვა;
** კომერციულ მიმართულებაში შექმნილი კრიზისული სიტუაციების მართვა, მოსალოდნელი გართულებებისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება, შესაბამისი კომუნიკაცია და აღმოფხვრა;
** სხვადასხვა კომპანიასთან ხელშეკრულებების დადება, მართვა და მონიტორინგი;
** ჰოსპიტლის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ჰოსპიტლის მომგებიანობის უზრუნველყოფა;
** მოგება/ზარალის ანგარიშგების მომზადება და ანალიტიკა მთლიანი ჰოსპიტლისა და შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჭრილში;
** სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების მოძიება, ბაზარზე არსებული ტენდენციების შესწავლა და კლინიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
** სახელმწიფო რეგულაციებთან ჰოსპიტლის შესაბამისობის ზედამხედველობა;
** პაციენტთა მომსახურების სტანდარტის ამაღლება და მათი კმაყოფილების მაჩვენებლის გაზრდა;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და ზედამხედველობა;
** კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის კოორდინაცია;
** ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება/სამოტივაციო სისტემის შესრულების კოორდინაცია;
** თანამშრომლების მუშაობის პერიოდული შეფასება და უკუკავშირი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
** სასურველია მაგისტრის ხარისხი (ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციებზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ანალიტიკური უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება;
** გუნდის მართვის კომპეტენცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 05 ივნისი, 2025.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://vian.health/ka/career/?careerId=1284
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|