Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

"თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ბრენდების პოზიციონირება ბაზარზე და კონკურენტებისგან მათი დიფერენცირება;
** ბაზარზე ახალი ბრენდების მოძიება და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების ფასებისა და ბაზრის წილის ანალიზი;
** პროდუქტების საბაზრო ფასის განსაზღვრაში მონაწილეობა;
** გაყიდვების და მარაგების დაგეგმარება;
** ფილიალების ნაშთების კონტროლი და ეფექტიანობის გაზრდა;
** პროგრამული შეკვეთების მონიტორინგი, დაბლოკილი მასალების მართვა და რეალიზაციის პროცესის მხარდაჭერა;
** სატენდერო მოთხოვნებზე რეაგირება: პროდუქციის მოძიება და ფასის განსაზღვრა;
** პერიოდული რეპორტების მომზადება გაყიდვებისა და მარაგების სტატისტიკაზე;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, Word, PowerPoint)
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების სწრაფად გააზრების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ანალიტიკისა და მართვის უნარი.
** ბაზრის ანალიზის, ბრენდის განვითარების და მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვის უნარი.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1778

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე