დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
GTC
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
პოზიცია: საოპერაციო მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება - ხელშეკრულებების და ინვოისების მომზადება და მომხმარებლებისთვის მიწოდება;
**ვალების აქტის შედგენის შემდეგ, გაყიდვების მენეჯერის ინფორმირება, თანხის ჩარიცხვის მონიტორინგი ანგარიშსწორებაზე;
**დადასტურებულ პროექტებზე ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა; იურისტთან ერთად და ხელშეკრულებების ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
** დადასტურებული პროექტების ბიუჯეტის მიხედვით განხორციელებაზე პასუხისმგებლობა;
**მარაგების მონიტორინგი, საბუღალტრო-სასაწყობე მართვის სისტემაში (FMG), ნაშთების სიზუსტის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** საბუღალტრო-სასაწყობე პროგრამაში საოპერაციო ნაწილის შესრულება;
**საოპერაციო ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის, მათ შორის ინვენტარის სტატუსი, გაქირავების გრაფიკი და გაყიდვების შესრულება;
** მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარე პროექტის მსვლელობის შესახებ;
** კლიენტისგან მიღებული დანაკლისების და დაზიანებული პროდუქციის აღწერა, აღნიშნულის დოკუმენტირება და მიწოდება შესაბამისი სამსახურთან და კლიენტთან;
** დასრულებულ პროექტებზე მიღება-ჩაბარების სიზუსტის განსაზღვრა ხელშეკრულებასთან მიმართებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
**პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
**საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|