Робота для біженців з України
ტენდერი ტექნიკის და სისტემების შესყიდვა თანმდევი მონტაჟით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ტექნიკის და სისტემების შესყიდვა თანმდევი მონტაჟით
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
თანდართული ფაილი: 636164_Application_form_for_Tbilisi_outlet_2025__4__4152715.zip
ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:

** ნომრით #- EF-GE/760
** დანიშნულება: ტექნიკის და სისტემების შესყიდვა თანმდევი მონტაჟით, თბილისის ობიექტისთვის

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით;

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

** მომწოდებელი ვალდებულია მივიდეს ობიექტზე, დააზუსტოს დეტალები, ჩაატაროს აზომვითი სამუშაოები და შემდეგ წარადგინოს განფასება.
** სააპლიკაციო ფორმაში წარმოდგენილი ჩამონათვალის გარდა, ობიექტის მოთხოვნით შესაძლოა წარმოიშვას დამატებითი შესასყიდი პოზიცია.
** მომწოდებელს არ არის ვალდებული განფასება წარადგინოს ყველა პოზიციაზე.
** ობიექტის საკონტაქტო ინფორმაცია გაზიარებული იქნება ქვევით წარმოდგენილი მეილის საშუალებით.
** მოწოდების ვადა- შეთანხმებით, გონივრული.
** ფასი მოწოდებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ტრანსპორტირების/ინსტალაციის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 07.05.2025 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 13.05.2025 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com
tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე