დასახელება:
შიდა კონტროლის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
სამუშაო ადგილი: საველე
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურება.
ძირითადი ფუნქციები:
** ყოველთვიური სამუშაო ვიზიტების გეგმის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება;
** დადგენილი წესის მიხედვით, სავაჭრო ობიექტებზე აღწერის სრული პროცესის განხორციელება;
** დანაკარგების კონტროლი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
** მაღაზიის ინვენტარიზაციის გეგმის შესრულების კონტროლი;
** მაღაზიებში წარმოდგენილი სარეალიზაციო პროდუქციის ვადების შემოწმება;
** პროდუქციის აქციზების/ანოტაციების შემოწმება და აღრიცხვა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი სარეალიზაციო პროდუქციის ფასმაჩვენებლების სისწორის და პროგრამულ ფასებთან შესაბამისობის შემოწმება, უფასდებულო პროდუქციის აღრიცხვა;
** ყოველთვიურად მაღაზიაში წარმოდგენილი სააქციო პროდუქციის მაჩვენებლების შემოწმება და დარღვევის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში აღრიცხვა;
** ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციოდ ვარგისიანობის ვიზუალური შემოწმება და აღრიცხვა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი (დაზიანებული / ვადაგასული) პროდუქციის აღრიცხვა, ჩამოწერის პროცედურის უზრუნველყოფა და დადგენილი სტანდარტის დაცვით განადგურება;
** რეგულარული რეპორტების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან სასწავლო დაწესებულების სტუდენტი)
** საკუთარი ავტომობილი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსს სფეროში
** სასურველია Excel; 1C
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: HR@orinabiji.ge გთხოვთ სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მაისი, 2025 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|