Робота для біженців з України
დამწყები მზარეული/მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები მზარეული/მზარეული
მომწოდებელი: ბოტანიკა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"ბოტანიკა" აცხადებს ვაკანსიას დამწყები მზარეულის/მზარეულის პოზიციაზე.

კაფე "ბოტანიკა" მდებარეობს ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მყუდრო საცხოვრებელ კომპლექსში "შენი სახლი ჯიქიაზე". 2017 წლიდან წარმატებით ვემსახურებით ჩვენს სტუმრებს და მათ ვთავაზობთ თბილისში საუკეთესო ყავას, გემრიელ და მარტივ კერძებს და დესერტებს.

ჩვენ პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (გრაფიკის შეთანხმება შესაძლებელია)
** მყუდრო და მეგობრული გარემო
** კვებით უზრუნველყოფა

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება
** საკვები პროდუქტების სწორად დახარისხება და შენახვა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** პროდუქტების რაოდენობისა და ხარისხის კონტროლი

საჭირო ცოდნა და უნარები:

** შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა და გუნდურობა
** სასურველია სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება
** სეზონურად და პიკის საათებში დატვირთულ რეჟიმში მუშაობისადმი მზაობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Cafe.botanica2017@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე