Робота для біженців з України
სერვისის კონსულტანტი/მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის კონსულტანტი/მოლარე
მომწოდებელი: ბოტანიკა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"ბოტანიკა" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის/მოლარის პოზიციაზე.

კაფე "ბოტანიკა" მდებარეობს ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მყუდრო საცხოვრებელ კომპლექსში "შენი სახლი ჯიქიაზე". 2017 წლიდან წარმატებით ვემსახურებით ჩვენს სტუმრებს და მათ ვთავაზობთ თბილისში საუკეთესო ყავას, გემრიელ და მარტივ კერძებს და დესერტებს.

სამუშაო საათები: 10:00-16:00 / 16:00-22:00
დასვენება: კვირაში 1 დღე

ჩვენ გთავაზობთ:

** მყუდრო და მეგობრულ გარემოს
** კვებით უზრუნველყოფა
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შესაძლებელია სწავლასთან შეთავსება)

ძირითადი მოვალეობები:

** კაფეში შემოსული სტუმრების დახვედრა
** დარბაზისა და ტერასის მომსახურება და მოწესრიგება
** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა
** ყავის და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა

საჭირო ცოდნა და უნარები:

** მომხმარებლის სწრაფად, თავაზიანად და ეფექტურად მომსახურების უნარი
** შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა და გუნდურობა
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** სეზონურად და პიკის საათებში დატვირთულ რეჟიმში მუშაობისადმი მზაობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Cafe.botanica2017@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე