დასახელება:
გაყიდვებისა და პარტნიორული ურთიერთობების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Extra.ge
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
extra.ge-ში გაყიდვებისა და პარტნიორული ურთიერთობების სპეციალისტის ვაკანსია გვაქვს!
extra.ge არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620-ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს.
როლი მოიაზრებს:
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ცივი ზარების/შეხვედრების ორგანიზება
**არსებული ასორტიმენტის ანალიზს და ოპტიმალურ მართვას
** პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკურ, სისტემატურ ანალიზს
** კატეგორიაში ახალი მომგებიანი პროდუქტების განვითარებას
**მომწოდებლებთან გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვას
** გაყიდვების პროცესის მართვა თავიდან ბოლომდე — ლიდების გენერაციიდან შეთანხმების დადებამდე
** გაყიდვების პრეზენტაციების, შეთავაზებებისა და პარტნიორული ხელშეკრულებების მომზადება და წარდგენა
** ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე, კონკურენტულ გარემოზე და ახალ შესაძლებლობებზე მუდმივად ინფორმაციის მოძიება
ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ თუ:
** გაქვს მსგავს პოზიციაზე 2-3 წლიანი გამოცდილება
** გაქვს ძლიერი ანალიტიკური უნარები
**Excel-ს ფლობა კარგად
**ინგლისური ენის ცოდნა, თავისუფლად ლაპარაკის, წერის და კითხვის უნარი
**მოლაპარაკებების კარგი უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, შეავსო ინფორმაცია და გამოგვიგზავნო CV ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px
თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
|
|
|
|