დასახელება:
საწარმოს მენეჯერის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ნოვა
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას საწარმოს მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მენეჯერის დახმარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პროცესის უწყვეტობა, კლიენტთა სრულყოფილი მომსახურება, თანამშრომელთა მხრიდან წესრიგის, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** პროდუქციის წარმოებისა და გაცემის კონტროლი;
** საწარმოში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა და სასაქონლო სახე (ნივთი არ იყოს დაზიანებული: დახეული, დამტვრეული, დაკაწრული, სველი და ა.შ.), ვადები, სწორი განლაგება და სათანადო პირობები);
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი;
** ხელმძღვანელის დახმარება მარაგების კონტროლის და წუნდებული პროდუქციის მართვის კუთხით;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და ხელმძღვანელის დროული ინფორმირება, რომელიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
** საწარმოს მენეჯერის ფუნქციების შეთავსება მისი არყოფნის შემთხვევაში;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** სამშენებლო-სარემონტო მასალების საწარმოში მუშაობის გამოცდილება ;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სასურველი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული;
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 22 ივნისი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ " საწარმოს მენეჯერის თანაშემწე".
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
|
|
|
|