Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქციის შესყიდვის პროცესების კონტროლი;
** უზრუნველყოფს ახალი მომწოდებლების და ასევე პროდუქტების მოძიებას და მომწოდებელთა პორტფელის მართვას;
** შესასყიდი პროდუქციის ფასის კონტროლი;
** კვირეული, კვარტალური ბიუჯეტის შედგენა;
** მიღებული შეკვეთის პროგრამულად ასახვა;
** საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** აკონტროლებს მომწოდებლებთან შეთანხმებული, სახელშეკრულებო პირობების შესრულებას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია-მენეჯმენტი / ლოჯისტიკა / ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია 1C - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი - სრული. 09:00-18:00 ან 10:00- 19:00.
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 22 ივნისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე