Робота для біженців з України
ექთნის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთნის თანაშემწე
მომწოდებელი: ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ექთნის თანაშემწე

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ 24 სთ
ანაზღაურება: 4.75 (დარიცხული)
განყოფილება: სტაციონარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
** პაციენტის ტრანსპორტირება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ რეზიუმე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Vcf6Ueo.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე