Робота для біженців з України
ექსპორტის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების მიღება/პროგრამული ასახვა, სტატუსების შეცვლა და კონტროლი დადგენილი წესების მიხედვით;
** შეფუთვის სიების გაწერა და საჭიროების შემთხვევაში მათი დაკორექტირება;
** შეკვეთების მიწოდების ვადების კონტროლი;
** 6 თვიანი და წლიური გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღება, მონაცემების დამუშავება და განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი განყოფილებისათვის გადაგზავნა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების B1 დონეზე ცოდნა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე