Робота для біженців з України
ობიექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: მარგალიტი ქოლექშენი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
თუ ხართ პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმართოს გუნდი, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება და ეფექტურად მართოს ოპერაციები, "მარგალიტი ქოლექშენი" გიწვევთ შეუერთდეთ ჩვენს მზარდ გუნდს ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ლიდერს, რომელსაც შეუძლია შეუქმნას სტუმრებს დაუვიწყარი გამოცდილება და ხელი შეუწყოს ჩვენი ობიექტის წარმატებას.

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი წვლილი დაფასდება.
** შესაძლებლობას, გახდეთ მეგობრული და პროფესიონალური გუნდის ნაწილი.
** მზარდ განვითარების შესაძლებლობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა: ყოველდღიური ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვა და ზედამხედველობა.
** პერსონალის მართვა: დაქვემდებარებული გუნდის მართვა, ტრენინგი, მოტივირება და შეფასება; გუნდური მუშაობის წახალისება.
** ხარისხის კონტროლი: მომსახურებისა და პროდუქციის უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დანერგვა და შენარჩუნება.
** სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტები: ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმკაცრესი დაცვისა და კონტროლის უზრუნველყოფა.
** მომხმარებელთა კმაყოფილება: მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების აქტიური გამოვლენა, მათი კმაყოფილების მაქსიმალური უზრუნველყოფა და უკუკავშირის ეფექტური მართვა.
** ფინანსური მართვა: სალარო და ფულადი ოპერაციების ზუსტი მართვა და კონტროლი, სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.
** მარაგების მართვა: პროდუქციის შესყიდვების და მარაგების ეფექტური კონტროლი, შეკვეთების განხორციელება და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება.
** გაყიდვების სტიმულირება: გაყიდვების ზრდისთვის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა, აქციებისა და შეთავაზებების დაგეგმვა.
** რეპორტინგი: რეგულარული რეპორტების მომზადება ობიექტის ოპერაციული და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი წარმატებული გამოცდილება სტუმარმასპინძლობის და საცალო გაყიდვების სფეროში.
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერითი და ვერბალური).
** პერსონალის მართვისა და ლიდერობის გამოცდილება.
** კომპიუტერული, ობიექტის მართვის და საოფისე, პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
გამოკვეთილი ლიდერული, კომუნიკაციური და ინტერპერსონალური უნარები.
დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი.

"მარგალიტი ქოლექშენის" შესახებ:

"მარგალიტი ქოლექშენი" არის უნიკალური კონცეფცია, რომელიც აერთიანებს კაფესა და სპეციალიზებულ მაღაზიას, სადაც წარმოდგენილია საქართველოს საუკეთესო, აგრარული წარმოშობის ქართული პროდუქტები. ჩვენი ობიექტი განასახიერებს "ფერმიდან მაგიდამდე" კონცეფციას, რაც გულისხმობს, რომ ყველა პროდუქტი - ახალი ყველი საკუთარი მეურნეობიდან, პიცა, სენდვიჩები თუ საკონდიტრო ნაწარმი - უმაღლესი ხარისხის, ხელით მოყვანილი ინგრედიენტებით მზადდება. გარდა რძის პროდუქტებისა, "მარგალიტი" აღმოაჩენს და მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს სხვა "მარგალიტის პროდუქტებს" - მათ შორის, ნატურალურ თაფლს, მურაბებს, მაღალმთიან ჩაის, პრემიუმ ღვინოს და ხელნაკეთ ალკოჰოლურ სასმელებს. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების განათლებას და ქართული მდგრადი სოფლის მეურნეობის მომავალს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: margaliticollection@gmail.com

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ობიექტის მენეჯერი - მარგალიტი ქოლექშენი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე