Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636091&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: eMoney
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
ფინანსური კომპანია "eMoney", რომელიც ოპერირებს უკვე 15 წელია, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე. კომპანია სთავაზობს დასაქმებულს ჯანსაღ სამუშაო გარემოს და სხვადასხვა ბენეფიტებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ელექტრონული საფულის მართვა და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისების მომხმარებლისთვის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00
** ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
** დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** გადარიცხვების განხორციელება;
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა;
** ბუღალტრული გატარებების გაკეთება საოპერაციო პროგრამაში;
** დებიტორ/კრედიტორებთან და მერჩანტებთან ყოველთვიური შედარებების გაკეთება;
** ბუღალტრის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება მთავარი ბუღალტრის დავალებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

აპლიკაციის მიღება:

ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე accounting@emoney.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "იმანი-ჯორჯია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია