Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636086&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი/გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიემჯი-ორთო
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "ბიემჯი-ორთო" არის სტომატოლოგიური მასალების სადისტრიბუციო კომპანია. 2023 წლიდან ავიღეთ მოწინავე სამხრეთ კორეული დენტალური იმპლანტების ბრენდის წარმომადგენლობა საქართველოში და ვმუშაობთ მის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე.

გვესაჭიროება გუნდის ახალი წევრი, სამედიცინო წარმომადგენელი, გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, რომელიც შეძლებს ექიმებთან და კლინიკებთან ურთიერთობის დამყარებას და პროდუქციის გაყიდვას.

გრაფიკი: სრული
ლოკაცია: ჯანო ბაგრატიონის 6, საბურთალო, თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული და საკომისიო გაყიდვებიდან

კადრის ძირითადი მოვალეობები იქნება:

** ახალი პარტნიორების, ექიმებისა და კლინიკების მოძიება და პროდუქციის პრეზენტაცია;
** ექიმებთან და კლინიკებში ყოველდღიური ვიზიტები;
** გაყიდვების აღრიცხვა და შესაბამისი ბაზების წარმოება;
** გაყიდვების მენეჯმენტი და მიწოდება;
** კომპანიის კურიერთან ერთად მიწოდების ორგანიზება;
** საპრომოციო და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა, მაგ. სამედიცინო გამოფენები, კონფერენციები, ა.შ.
** სხვა ამოცანები, რომლებიც გაყიდვებთან და პრომოციასთან არის დაკავშირებული;
** სტომატოლოგიური განათლება ან/და სტომატოლოგიური მასალების ცოდნა არ არის აუცილებელი, შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი ტრეინინგი ჩაუტარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი მოტივაციისა და ინიციატივიანი თანაგუნდელის დამატება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეტალების მიმართ ყურადღებიანობას;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი CV (რეზუმე) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@cowellmedi.ge 5 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სამედიცინო წარმომადგენელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია