Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: აზია სერვისი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "აზია სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 ; შაბათი 9:00-14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი N 21

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება;
** ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტაციის წარმოება;
** ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი;
** ინვოისების მომზადება;
** კომუნიკაცია შრომის უსაფრთხოებასთან;
** კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office) მართვის მოწმობა (B კატეგორია),
** დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის და ინგლისური ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

ელ.ფოსტა: ismail@asiaservice.ge | mari@asiaservice.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: 557450345 557591576
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე