Робота для біженців з України
კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: იფქლი დიღომი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა თბილისი, ვაშლიჯვარი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით;
** ასორტიმენტის შექმნა და გაუმჯობესება;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (HACCP);
** კვების უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა;
** სამუშაო გარემოს და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** მარაგის კონტროლი და საკონდიტრო წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია;
** ახალი ტექნიკებისა და ტენდენციების მუდმივი შესწავლა და დანერგვა;
** პროდუქციის ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კონდიტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** კვების ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** საკონდიტრო ტექნიკების სიღრმისეული ცოდნა;
** კულინარიული განათლება ან საკონდიტრო ხელოვნების კურსები;
** სასურველია მარაგების მართვის გამოცდილება.

უნარები: აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV მისამართზე: hr@ipqli.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე