Робота для біженців з України
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
ა (ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი აცხადებს კონკურსს სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურების შესყიდვაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიული პირებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურების შესყიდვის მიზანია პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მონაცემთა უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრაქტიკის განვითარება.

მომსახურება უნდა მოიცავდეს შემდეგი ფუნქციები განხორციელებას:

** მონაცემთა დამუშავების პროცესების იდენტიფიცირება და შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება (მაგ. მონაცემთა დამუშავების აღრიცხვის დოკუმენტი და სხვა);
** უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის/წესების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, მათი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
** მონაცემთა დამუშავების პროცესების შესაბამისად, ყველა აუცილებელი დოკუმენტის შემუშავება (მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, თანხმობის ფორმები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, აუდიო/ვიდეო მონიტორინგის განხორციელების წესი, ინციდენტის მართვის წესი, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი და სხვა);
** მონაცემთა დამუშავების პრინციპების, საფუძვლებისა და უსაფრთხოების ზომების განსაზღვრა (მათ შორის მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების განსაზღვრა) და მათ იმპლემენტაციაში ხელის შეწყობა;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გაცემა მენეჯმენტისთვის, თანამშრომლებისთვის და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება და ცნობიერების ამაღლება მონაცემთა დაცვის საკითხებზე;
** მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული მონაცემთა სუბიექტის ან/და მესამე პირების განცხადებებისა და საჩივრების განხილვა;
** ინციდენტის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მესამე მხარეებთან მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარმომადგენლობა;
** პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და შესაძლო დარღვევების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და რეაგირების მექანიზმების შემუშავება;
** პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონთან შესაბამისობის სისტემატური მონიტორინგი და მონაცემთა დამუშავების პროცესებზე შიდა აუდიტის განხორციელება;
** მონაცემთა დამუშავების სტანდარტების დანერგვისა და გაუმჯობესების მიზნით სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართლის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მონაცემთა დაცვის/კიბერუსაფრთხოების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში (სასურველია განათლების სექტორში ან საჯარო დაწესებულებაში);
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების (მათ შორის GDPR) ცოდნა;
** დოკუმენტაციის მომზადებისა და სამართლებრივი ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და სწავლების უნარი (ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** შესაბამისი პროფესიული სერტიფიკატები (CIPP/E, CIPM, ISO 27001 ან სხვა) ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** პროფესიული CV;
** შესაბამისი სერტიფიკატების/დიპლომების ასლები;
** მომსახურების საფასო წინადადება;
** მონაცემთა დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის მოკლე აღწერა, (რელევანტური პროექტების მითითებით) და რეკომენდაციები (სასურველია).

წინადადებების მიღება იწარმოებს არაუგვიანეს 2025 წლის 30 მაისის 18:00 საათამდე, შემდეგ ელფოსტაზე: legalkuca@kiu.edu.ge.

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ.ფოსტაზე - legalkuca@kiu.edu.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 511 139 197
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე