დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გასგო მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
შპს "გასგო მოტორსი" არის ავტონაწილების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე. ჩვენ ვფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ 3000მ²-იან საწყობს, სადაც ინახება 4000-მდე სახეობის პროდუქტი: საქარე მინები, ავტონაწილები, ძარის ნაწილები და სხვა.
შპს "გასგო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისის გეზის მიმდებარე ტერიტორია (ლილო)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (6 დღე სამუშაო, 1 დღე დასვენება)
ვაკანსიის აღწერა:
ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ საწყობის მენეჯერს, რომელიც გაუძღვება საწყობის ყოველდღიურ ოპერაციებს, მართავს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტითა და ეფექტურობით მომუშავე გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი (მიღება, დასაწყობება, შეგროვება, კონტროლი, გატანა);
** დაახლოებით 15 თანამშრომლის მართვა;
** მობილური მოწყობილობებისა და შტრიხკოდული სისტემების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
** შეკვეთების სიზუსტის და ინვენტარიზაციის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** თანამშრომელთა ეფექტიანობის შეფასება და მართვა.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის მენეჯმენტში;
** სასაწყობე პროგრამებთან და შტრიხკოდულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები;
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული: 3000₾
** დამატებითი ბონუსი:
** შეკვეთების სიზუსტე ≥ 99% - 500₾
** ინვენტარიზაციის გადახრა < 0.5% - 1500₾
** ჯამური ანაზღაურება წარმატებული შედეგის შემთხვევაში - 5000₾ (ხელზე ასაღები)
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: GasgoVacancy@gmail.com.
|
|
|
|