Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636035&print=yes&view=jobs
 
რისკების მენეჯერი/ავტომობილის შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკების მენეჯერი/ავტომობილის შემფასებელი
მომწოდებელი: ლიზინგ კომპანია
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
საქართველოს ბაზარზე დღეისათვის წარმოდგენილი ერთ-ერთი წარმატებული ლიზინგ კომპანია აცხადებს ვაკანსიას რისკების მენეჯერის (ავტომობილის შემფასებელი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Excel);
** საბანკო პროდუქტის ცოდნა;
** გამოცდილება ამ მიმართულებით 1 წლიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილის ღირებულების შეფასება;
** მოიჯარის სანდოობის და გადახდისუნარიანობის დადგენა;
** გადაწყვეტილების მიღება;
** რეპორტინგი.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდურობა;
** დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** ანაზღაურება: 1300-1900 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და მოლაპარაკებაზე)
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 16:00-მდე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: vacancyforyou2025@gmail.com. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 22 ივნისი.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება ორ ეტაპად.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, კონკრეტული კომპანია ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია