Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636030&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "LION TRANS"-ს აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე (მომსახურების სფერო ჩაითვლება უპირატესად).
** მარკეტინგის პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის ღრმა ცოდნა.
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები.
** მარკეტინგული კონტენტის შექმნისა და მესიჯინგის უნარი.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა B2/C1 დონეზე.
** გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარები.
** სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კრეატიული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება, რომლებიც ეფუძნება კონკრეტული ბიზნეს ერთეულის შინაარსობრივ კონცეფციებს.
** მიზნობრივი აუდიტორიისთვის შესაბამისი მარკეტინგული მასალისა და მესიჯების შექმნა.
** მარკეტინგული შეტყობინებების გრაფიკულად და ვიზუალურად გადმოცემის დაგეგმვა სოციალური მედიისა და ტრადიციული არხებისთვის.
** პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა მარკეტინგული კომუნიკაციის შექმნაზე (გუნდის დახმარებით) მათთვის მინიჭებული ბიზნეს ერთეულისთვის.
** ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე მარკეტინგული კონტენტის შექმნა, მათ შორის რეკლამების კონცეფცია, მესიჯინგი, ტექსტების წერა და რედაქტირება.
** მარკეტინგული გუნდის წევრებთან, მათ შორის გრაფიკულ დიზაინერებთან და სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელებთან თანამშრომლობა, რათა კამპანიები იყოს კოორდინირებული და ეფექტიანი.
** ციფრული მედიის სპეციალისტებთან რეგულარული თანამშრომლობა, რათა შეაფასონ რეკლამების, სოციალური მედიის პოსტებისა და მომხმარებელთა რეაქციების ეფექტურობა.
** სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელისთვის მკაფიო მითითებების მიცემა, რათა იდეები ეფექტიანად გარდაიქმნას სარეკლამო მასალებში.
** მარკეტინგის დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში სხვა მიმართულებებში დახმარება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: a.kankia@liongroup.com.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია